საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 114
2012 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრი ს №589 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ოქტომბრი ს №589 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 111006015, 06/10/2011 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
გიორგი ტატიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდო მარე
ივანე შველიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სა ხ ელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგიის ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევარი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვაჟა გელეიშვილი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
კობა გაბაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფრო სის მოადგილე
უჩა ზვიადაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი
ნელი კორკოტაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ნოდარ ქაჯაია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიისა და ძიების მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი
ალექსანდრე ჭაბუკიანი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
თინათინ შენგელია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
მერაბ ჩალათაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს უფროსი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი