საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 49
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14.07.2011, 2000 30000.10.003.016438) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ საგადასახადო შეთანხმების გაფორმებ ის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ასევე ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“ .
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – შესამცირებელი გადასახადისა და სანქციის თანხების ოდენობას, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ან/და სანქციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობას; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური