საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 50
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტის და 11 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად , დამტკიცდეს თანდართული „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწ ებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთე ბ ი “ .
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილება.
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება № 11 9 - ვებგვერდი, 30. 03 .201 2 წ.
2. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 20 - ვებგვერდი, 11 . 02 .201 3 წ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები განისაზღვრება:
ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით;
ბ) ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით , ლარ ობით .
2. დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები:
ა) სახნავისათვის ( მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის:
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) |
| სახნავი და საკარმიდამო | |
| 1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა), მარნეული | 100 |
| 2. ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი | 95 |
| 3. რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი | 94 |
| 4. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო | 87 |
| 5. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი | 86 |
| 6. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება | 82 |
| 7. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია | 81 |
| 8. საგარეჯო, ქარელი, ხაშური | 79 |
| 9. ქურთა, წალკა | 77 |
| 10. აბაშა, ზუგდიდი | 77 |
| 11. ახალქალაქი, ახალციხე | 77 |
| 12. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი | 76 |
| 13. ნინოწმინდა | 76 |
| 14. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი | 73 |
| 15. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი | 71 |
| 16. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ | 67 |
| 17. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი | 65 |
| 18. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი | 61 |
| 19. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა | 60 |
| 20. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა | 56 |
ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული):
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
| სათიბები | საძოვრები | |
| 1. აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი | 20 | 16 |
| 2. დედოფლისწყარო | 20 | 7 |
| 3 . ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო, ახალციხე | 19 | 15 |
| 4 . ამბროლაური, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა | 16 | 10 |
| 5. ახმეტა | 16 | 5 |
3. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების“ მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დადგენილი განაკვეთებით, გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებული ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით – საძოვრების სახით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება 50 ლარით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება № 11 9 - ვებგვერდი, 30. 03 .201 2 წ.