საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 24
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 201 1 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის № 160 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 111114013, 15/11/2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური , შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის , ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება; “ .
2. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ა 1 “ ქვეპუნქტი :
„ა1) შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის სასწავლო - შემოქმედებითი პროცესის ორგანიზებისა და „ სახლის “ სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს „ სახლის “ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას ; “ .
3. დებულების მე - 4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ვ 1 “ ქვეპუნქტი :
„ვ1) ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურების განაკვეთებს და აგრეთვე, ამ მხრივ განსაზღვრავს საშეღავათო პირობებს შესაბამისი კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;“.
4. დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ე 1 “ ქვეპუნქტი :
„ ე 1 ) ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; “ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ვლ. ვარძელაშვილი