„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016322
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №51

2012 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცებისშესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007, №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (,,ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“) შეტანილ იქნეს ცვლილება და სახაზინო კოდი – 3290 შემდეგ (შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან) დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

 შემოსავალი ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან

3293

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვლიდან.

 დ. გვინდაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია