„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
05.10.119
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010260050.37.101.016107
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მთავრობის     

 დადგენილება № 05.10.119

  2012 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ურთიერთობისას, ყოველწლიური საიჯარო ქირა (იჯარის ღირებულება) 1 კვმ.-ზე განისაზღვროს „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №1-1 გადაწყვეტილებით შესაბამისი ზონისთვის დადგენილი სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.”.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ.  თბილისის მერი გ. უგულავა

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია