„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016078
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2012 წლის 6 თებერვალი

დ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №37 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 16.11.2010 წელი):

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რწმუნებული

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. რწმუნებული უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. რწმუნებული:

ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

ვ) უზრუნველყოფს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

4. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია