,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016044
,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. ვანი

,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის № 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული   აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებული № 2 დანართის XI გრაფაში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

,,XI. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები

1

გამგეობის რწმუნებული

          700

2

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი

          380

3

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

          360

4

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

          270

   მუხლი 2.  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

მუხლი 3.  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია