„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.148.016094
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში (სსმ,14/12/2011; 010260020.35.148.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ზ. ხმალაძე

კრებსითი — სრული ვერსია