„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016078
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში.

2. დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 ,,2. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე. მოადგილეების ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ყოველდღიური საქმიანობა დგინდება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.’’.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია