„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახანძრო დაცვის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის N8/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.159.016078
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახანძრო დაცვის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის N8/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11                         

 2012 წლის 9 თებერვალი

ქ.

 

 

 

 
მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახანძრო დაცვის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 იანვრის №70 ბრძანებულების ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” გათვალისწინებით:  

1. შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახანძრო დაცვის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №8/6 დადგენილების დანართ №1-ში და ,,ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები – გამგეობის რწმუნებულების და სპეციალისტები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები  – გამგეობის რწმუნებულები და სპეციალისტები

1

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები, რომელთა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა აღემატება 1000 კაცს. (ქალაქი მარნეული, სადახლო, კაჩაგანი, შაუმიანი, ხოჯორნი, ახკერპი, დამია–გეურარხი, შულავერი, კასუმლო, ყულარი, ალგეთი, კუტლიარი, კაპანახჩი, ყიზილაჯლო, წერეთელი, თამარისი)

700 ლარი

2

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები, რომელთა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა ნაკლებია 1000 კაცზე (ოფრეთი, წერაქვი)

600 ლარი

3

სპეციალისტი

400 ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                   ი. ქერიმოვი

კრებსითი — სრული ვერსია