,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
01
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.115.016068
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2012 წლის 31 იანვარი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №43 დადგენილებაში (სსმ www.matsne.gov.ge 09.01.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15,000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3,750 ლარი;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30,000 ლარი;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1,000 ლარი.“;

ბ) ამოღებული იქნეს დადგენილების მე-2 მუხლი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ვ. ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია