„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
04
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016083
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2012 წლის 27 იანვარი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ, №39, 18.10.2010.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ე) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფა“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე

კრებსითი — სრული ვერსია