საქართველოს კანონი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ.53) პირველ მუხლში სიტყვები „2002 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 31 დეკემბრამდე“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 7 დეკემბერი.
№1178–Iს