საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6/2012
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2012-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2026-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016024
საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის

დადგენილება № 6/2012

2012 წ ლის 3 თებერვალი

ქ . თბილისი

საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77 - ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ რაოდენობას, გარდა შემდეგი კატეგორიის ამომრჩევლებისა:

ა) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან;

ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;

გ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები;

გ1) ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება № 30/2015 - ვებგვერდი, 17.06.2015წ.

ს აქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 28 ივლისის დადგენილება №34/2015 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №42/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №28/2018 - ვებგვერდი, 17.07.2018წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2026 წლის 16 იანვრის დადგენილება №8/2026 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

მუხლი 2. ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა საჭიროებისამებრ უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა შესახებ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის.

 

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

 

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია