საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4/2012
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2012-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-06
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016022
საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 4/2012

201 2 წ ლის 3 თებერვალი

ქ . თბილისი

საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77 ე ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის ჩამონათვალი, მათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებით, ფორმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით შედგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 13 დეკემბრის №34/2007 დადგენილება.

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                       ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                 გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია