„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1142
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-30
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.04.001.001.002
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

     „მუხლი 481

1. „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1998 წელს შექმნილი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის დასასრული განისაზღვროს არა უგვიანეს 2002 წლის 20 ივნისით.

2. ამ კანონით განსაზღვრული საკრებულოების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ჩატარდეს 2002 წლის 3 ივნისამდე.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკრებულოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 26 ოქტომბერი.

№1142-Iს

კრებსითი — სრული ვერსია