საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრ ო ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №003
2012 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებაში „ ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ “ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის № 1 - 1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე- 4 მუხლის „ დ “ ქვეპუნქტის, „ ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის № 1 - 1/883 ბრძანებით დამტკიცებულ ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის მე- 3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1 . შევიდეს ცვლილება სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებაში „ ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ “. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5 . შესაბამის საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის (IACS) წევრი, უფლება მიეცეთ 2012 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელონ ტექნიკური ზედამხედველობა და გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სერტიფიკატები იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ საბუნკერო მომსახურებას საქართველოს ნავსადგურებში, ნავსადგურის აკვატორიასა და ტერიტორიულ ზღვაში.“.
2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე