საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1138
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-10
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.001
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, (39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;“.

2. 218-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „გამოცემული“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან დადასტურებული“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 26 ოქტომბერი.

№1138–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია