საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №81
2012 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში სიტყვების (ციფრების):
| „დომინიკის რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 31 | - | 40“ |
შემდეგ დაემატოს სიტყვები (ციფრები):
| „დომინიკის თანამეგობრობა | აშშ დოლარი | 55 | - | 120“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი