ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
01
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.133.016050
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2012 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/12/2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალური არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“;

ბ) დებულების 83-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბაროს საკრებულოს აპარატს.“;

გ) დებულების 83-ე მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა-ნაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         მ. ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია