წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2012 წლის 27 იანვარი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებით (სსმ V, №38, 15/10/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „კ” ქვეპუნქტი:
„კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური” .
2.დებულების მე -13 მუხლის 1 -ლ პუნქტს დაემატოს „ლ’’ ქვეპუნქტი:
„ლ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი , დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება ; საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი , შესანახი ინფრასტრუქტურის , სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების , მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდება.“ .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე ა. გაბელია