„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1129
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-10
სარეგისტრაციო კოდი
130.000.000.05.001.000.998
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში, როგორც სამართალდაცვის სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემაში, კანონქვემდებარე აქტით დგინდება სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 26 ოქტომბერი.

№1129–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია