„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1127
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-10
სარეგისტრაციო კოდი
120.000.000.05.001.000.997
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11. 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „გ“ ქვეპუნქტად.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათი მომზადების, განვითარებისა და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ანდა მობილიზაციის დროს საქართველოს სამხედრო ძალების მართვა ხორციელდება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი. გენერალური შტაბის დანიშნულება, ამოცანები, ფუნქციები, გენერალური შტაბის უფროსის სტატუსი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 26 ოქტომბერი.

№1127–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია