,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის N3/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.159.016076
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის N3/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2012 წლის 31 იანვარი

ქ.

 

 

 

 
მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის №3/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის №3/2 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: (N05/6 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 01025002035159006137, 23.03.2010 წ.)

1 დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სოფელი სადგური სადახლო და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: სადახლო, ხულდარა, მოლაოღლი, თაზაკენდი, ბურმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადახლოს ტერიტორიული ორგანო.

2. დადგენილების მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სოფელი მარეთი (აჭარლების დასახლება) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. შულავერის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: არაფლო, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეიდგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, იმირი, შულავერი, იმირჭალა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შულავერის ტერიტორიული ორგანო.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ი. ქერიმოვი

 

კრებსითი — სრული ვერსია