(ძალადაკარგულია - 19.07.2022, № 87/ნ )
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 22/ნ
2012 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს მიერ და�ფუძ�ნე�ბუ�ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ�ვა�ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური�დი�ული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო�მად�გენ��ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
� უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის , � საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის � ჰ4� ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის � მ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,, სახელმწიფოს მიერ და�ფუძ�ნე�ბუ�ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ�ვა�ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური�დი�ული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო�მად�გენ�ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი� დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის № 154 ბრძანება .
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისანავე.
დ. შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 23 თებერვლის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 27.02.2012წ.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 23 თებერვლის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 27.02.2012წ.
��� მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში � რეესტრი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირი ს � განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი ს (შემდგომში � საინფორმაციო სისტემა) მიერ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში � დაწესებულება) ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში � დაწესებულება) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
��� მუხლი 2. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. შესაბამისი პროცედურების დამთავრებიდან დაუყოვნებლივ დაწესებულებამ საინფორმაციო სისტემას უნდა წარმოუდგინოს:
ა) დაწესებულების ხელმძღვანელის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ა.ა) დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატის მიერ დაწესებულების უფლებამოსილ ორგანოში ( ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო სსიპ � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში � აკადემიურ საბჭოში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ) დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ (სსიპ � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში � აკადემიური საბჭოს მიერ) ხელმძღვანელის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ბ.ა) სსიპ � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის მიერ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის დაწესებულების შესაბამის კოლეგიურ ორგანოში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) დაწესებულების შესაბამისი კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) დამტკიცების ოქმის ასლი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნის აქტის ასლი.
გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის:
გ.ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
გ.ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დაწესებულებამ საინფორმაციო სისტემას უნდა წარმოუდგინოს ამ წესის პირველ მუხლში მითითებულ პირთა:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.
��� მუხლი 3. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს საინფორმაციო სისტემა.
2. ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში, საინფორმაციო სისტემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
ბ) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაწესებულება ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საინფორმაციო სისტემა ს ამ წესით გათვალისწინებულ პირთა (დაწესებულების ხელმძღვანელის , ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემის რეგისტრაციას რეესტრში ახორციელებს საინფორმაციო სისტემა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის � ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება წარმოშობილად ითვლება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
��� მუხლი 4. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
რეგისტრაციის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
��� მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი
დაწესებულებებში პირველი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პირების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი დოკუმენტების გარდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საინფორმაციო სისტემა ში აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) დაწესებულების შესაბამისი კოლეგიური მართვის ორგანოს წევრების რაოდენობის შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი � წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემთხვევაში;
ბ) დაწესებულების კოლეგიური მართვის შესაბამისი ორგანოს (სსიპ � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში � აკადემიური საბჭოს) წევრების რაოდენობის შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი � დაწესებულების ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემთხვევაში.