I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-20
გამოქვეყნების თარიღი
2019-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016056
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ

(ძალადაკარგულია - 06.11.2019, №18)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 3

201 2 წლი ს 20 იანვარი

ქ. თერჯოლა

I-ლი კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I-ლი კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნე­ბართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე შესაძლებლად ჩაითვალოს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქ. თერჯოლის ადმინისტრაციული ცენტრისა (კომუნალური ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა).

მუხლი 2. მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ წერილობით წინასწარ აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც აღნიშნული იქნება მშენებლობის ადგილი, სამუშაოების დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადები.

მუხლი 3. დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია:

ა) სამუშაოები აწარმოოს თვითმმართველობის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად;

ბ) სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე არსებული საფარი აღადგინოს ან/და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში სამუშაოთა დასრულებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში ეს შეუძლებელია – მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ტ. ფანჩულიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია