საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება № 36
2012 წ ლის 30 იანვარი
ქ . თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პ უნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია;“ .
2. 31 მუხლის პირველი პუნქტის :
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;“ ;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;“ ;
3. 31 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;“ ;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური