„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016055
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება № 35

2012 წ ლის 30 იანვარი

ქ . თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) არჩვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;“

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ ) ჯიხვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;“

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) არჩვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;“

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ ) ჯიხვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა.  ხეთაგური

კრებსითი — სრული ვერსია