სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილებ ა № 6
201 2 წლი ს 30 იანვარი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტის სა ფუძველზე , სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1- ის მიხედვით .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 მარტის №6 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG C ItL x Cx K , სადაც:
ა ) CN – არის ერთი კვა დრატული მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;
ბ ) IMG – არის ქ . სიღნაღის მაკრომდებარეობის ინდექსი , რომელიც შეადგენს 0,28- ს ;
გ ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი უდრის 1- ს ;
დ ) C – არის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს ;
ე ) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 95- ს .
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ სიღნაღის, ქალაქ წნორის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| № | ზონა | IMG | I TL | C | K | CN (ლარი), |
| ნორმ. ფასის | ნორმ. ფასი | |||||
| 1 | ქ. სიღნაღი, ქ. წნორი | |||||
|
|
| 0, 3 | 1 | 0,24 | 95 | 7.0 |
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 50 %-ით .
4. სოფლებს შორის დასახლებათა არეალში ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 25 %-ით .