ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
201 2 წლის 27 იანვარი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნ ეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -9 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი’’ ქვეპუნქტი:
„ ი) ,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური’’.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გოზალიშვილი