თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №140
2012 წლის 27 იანვარი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილების (სსმ, 30.12.2011 წ.) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე