„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-30
სარეგისტრაციო კოდი
040150000.10.003.016702
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სა­მი­ნისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურ­ი­დიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გა­წე­უ­ლი მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წე­სისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში (სსმ, ვებ­გვერდი, 30/12/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცებული დანართის მე‑6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარ­ს­ის „უ“ ქვე­პუნქტი:

„უ) სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთ­რე­ბის უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია საქართველოს მთავ­რო­ბის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამთავრობო პროექტების გან­ხორციელების ხელშეწყობის მიზნით, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ­ის მითითებული საქართველოს მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქ­ტ­ში და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს „საჯარო რეესტრის შე­სახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონა­ცე­მი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია