,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016099
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 1 3

2012 წლის 27 იანვარი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №5663 –რს ორგანული კანონის პირველი მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებით (სსმ V, № 50, 03.11.2010 წ., მუხ. 1360, 010260020.35.162.016012 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიულ ორგანოებთან,“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებთან,“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების“.

3. მე-7 მუხლის:

ა) ,,გ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია