„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-30
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016094
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №26

2012 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №14 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 360160000.22.023.016088, 11/10/2011 ) დამტკიცებულ, დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ ) გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები “.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია