საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 27
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დადგენილების ა მოქმედება შეჩერდეს 2012 წლის 1 სექტემბრამდე .“.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესთან დაკავშირებით ერთობლივად შეიმუშაონ და საქართველოს მთავრობას წარმო უდგინონ პროექტი „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №344 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.