საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 423 მუხლი:
„მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა და დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ინფორმაციის წარდგენის წესების დარღვევა
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დასაქმების სახელმწიფო სამსახურისადმი მიუწოდებლობა ან ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 28 სექტემბერი.
№1090–Iს