,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
15/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-27
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016282
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2012 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110725032, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016164) დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში შევიდეს ცვლილება და წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილებას ახორციელებს ცენტრი ან საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ წესით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, რომელთა შეცვლას ახორციელებს ცენტრი ან სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია