„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016425
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №56

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია