საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016237
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №15

2012 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანებით განსაზღვრულ საფეხურებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის № 206 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 28.02.2012 წ.

დანართი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა

საფეხური 1

საფეხური 2

საფეხური 3

საფეხური 4

საფეხური 5

დეპარტამენტის უფროსი

2,170

---

---

---

---

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1,900

2,000

2,110

---

---

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-სამმართველოს უფროსი

1,900

2,000

2,110

---

---

სამმართველოს უფროსი

1,700

1,800

1,900

---

---

მრჩეველი

990

1,090

1,200

1,350

1,540

მინისტრის მრჩეველი

1,540

---

---

---

---

მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეები

990

---

---

---

---

გამომძიებელი

1,040

1,140

1,250

1,350

1,540

სპეციალისტი

750

---

---

---

---

მძღოლი

690

790

---

---

---

 

კრებსითი — სრული ვერსია