წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2012 წლის 20 იანვარი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებით (სსმ,13/07/2010 წ.) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ’’ ქვეპუნქტი:
„კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე