„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016079
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 20 იანვარი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                        გ.  ფეიქრიშვილი

    

 

კრებსითი — სრული ვერსია