„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-20
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016681
„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 8

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის № 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მო­ სახ­ ლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მო­ სახლეობისათვის გადასა­ ცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გან­ საზღვ­ რის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის № 32 დად­გენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხ­ლი 250 ) და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2009 წლის 20 მარტამდე, ხოლო შემდგომ 2009 წლის 23 ივლისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს განახლებული მონაცემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საც­ხოვ­რებელი ადგილები და განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იური­დიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                              ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია