საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 81-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კონტროლის პალატა ძირითადად კომპლექტდება ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის ორი წლის სტაჟი და გავლილი უნდა ჰქონდეს საკვალიფიკაციო ტესტირება.“.
2. 84-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 28 სექტემბერი.
№1077–Iს