კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 20 იანვარი
ქ. კასპი
,,კასპის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილებაში (სსმ, 28.12.2011; 010250050.35.149.016078) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი