„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-23
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.122.016098
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 13 იანვარი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №4) მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მოსაკრებლის ოდენობა

მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.”.

    მუხლი 3

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს – ოთარ ჩიტაიშვილს.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        მ. საღარეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია