ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 2
2012 წლის 16 იანვარი
ქ. ბოლნისი
სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ქ’’ ქვეპუნქ ტის, ,, ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ’’ ქვეპუნქ ტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების ,, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი ( შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი ) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით :
CN=IMG x ItL x Cx K, სადაც :
ა ) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;
ბ ) IMG – არის ქ . ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი , რომელიც შეადგენს 0,38- ს ;
გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1- ს;
დ) C – არის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე ) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200- ს .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:
ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით;
ბ) დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს;
გ) სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს – 5,472 ლარს.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნებლობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ფასები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.02. 2012 წ.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების თანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ “ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის № 36 დადგენილება .
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . საბიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.02.2012 წ.
2. ძალადაკარგულია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.