სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილებ ა №1
2012 წლის 13 იანვარი
ქ. სიღნაღი
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილების №1 დანართის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტში, „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“ .
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი