თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 16 იანვარი
დაბა თიანეთი
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილებაში (სსმ 28.12.2011) და დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური