საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №15
2012 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,თ) პირის გარდაცვალების გამო.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე